Live Camera

დიორითის გამოყენება შოურუმში

დიორითის გამოყენება შოურუმში

                     როგორც თქვენთვის ცნობილია Galileo Batumi-ს მრავალფუნქციურ კომპლექსში სხვა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებთან ერთად გამოყენებული იქნება მაღალმთიან აჭარაში ლიცენზირებულად მოპოვებული ძვირფასი მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვა – დიორითი, რომელიც გამძლეობის გამო უძველესი დროიდან აქტიურად გამოიყენებოდა სამშენებლო–სამრეწველო მიმართულებაში. 
ჩვენს საჩვენებელ შოურუმში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორი გამოყენება მიეცა მას თანამედროვე დიზაინისა და ტენდენციების შესაბამისად. დიორითის გამოყენებით ბინაში შემოვიდა სიმყუდროვე და თბილი ატმოსფერო. იგი ჩვენს კომპლექსში ასევე გამოიყენება აივნების ზედაპირისა და სადარბაზოების მოსაპირკეთებლად. 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გვეწვიოთ პეტრე ბაგრატიონის N169–ში, სადაც რეალურად შეაფასებთ მასალის ხარისხსა და სტრუქტურას. 
ან გაიგეთ მეტი დიორითის შესახებ ვებ გვერდზე: https://diorite.ge/ka