Live Camera

22.01.2024

22.01.2024

დაპირებისამებრ ახალ 2024 წელს ახალი შემართებითა და გაორმაგებული ძალებით შევუდექით სამუშაო პროცესებს! 
დღითიდღე ლამაზდება და თავის ხასიათს იღებს ჩვენი Galileo Batumi! 
– A ბლოკში დავიწყეთ სადარბაზოებისა და კორიდორების შელესვა;
– Kone-ს ჯგუფმა უკვე დაიწყო ლიფტების დასამონტაჟებელი სამუშაოების მომზადება;
– აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები თეთრი კარკასის პირობებთან დაკავშირებით;
– ჩაესხა B ბლოკის მე–9 სართულის საყრდენი კოლონები; 
– მე–6 სართულამდე უკვე ამოყვანილია აგურის აივნები და ბინების გამყოფი ტიხრები; 
– მალე დაიწყება ანტრესოლის სართულის საოფისე დანიშნულების ფართების შემინვა;
– მზადდება შოურუმი საბოლოო რემონტის მდგომარეობის საჩვენებლად. სულ მალე შეგეძლებათ იხილოთ როგორი შეიძლება იყოს თქვენი ბინა დასრულებული უმაღლესი ხარისხის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. 

ბინების რაოდენობა შეზღუდულია, აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო და გახდით ჩვენი დიდი ოჯახის წევრი!