Live Camera

ბიზნეს ცენტრი

ბიზნეს ცენტრი

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „გალილეო ბათუმი" 520 მეტრით არის დაშორებული ზღვის სანაპიროსგან. ის შედგება „ა" და „ბ" კორპუსებისგან, რომლებსაც ზღვის, ქალაქის და მთის ხედები ექნება. პირველ სამ სართულზე განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები და საოფისე ფართები. კერძოდ: ბანკი, აფთიაქი, რესტორანი ქართული სამზარეულოთი, სწრაფი კვების ობიექტები - „Wendy's" და „Dunkin Donuts", „სმარტის" ქსელის სუპერმარკეტი. ასევე, იქნება ერთობლივი ბიზნეს-ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა იმ მომსახურების მიღება, რაც სჭირდება რეზიდენტს თუ არარეზიდენტს ბიზნესის დასაწყებად და სამართავად, იქნება ეს კომპანიის რეგისტრაცია, დოკუმენტაციების თარგმნა სხვადასხვა ენებზე, უძრავი ქონების გაფორმებისა და მართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება, ბუღალტრული და საგადასახადო კონსულტაციები, სანოტარო მომსახურება, საჯარო რეესტრის წამომადგენლისა და იურისტის, კონსულტაციები თუ საკონფერენციო დარბაზები საქმიანი შეხვედრებისთვის. ბიზნეს-ცენტრი აღჭურვილი იქნება დამოუკიდებელი ლიფტით.

კორპუსი აღჭურვილი იქნება ოთხი შიდა და ერთი პანორამული ლიფტით, რომელიც განკუთვნილი იქნება ოცდამეერთე სართულზე -ტერასაზე -მომხმარებელთა გადადგილებისთვის.