Live Camera

სამშენებლო–დეველოპერული კომპანია „კალატოზი“

სამშენებლო–დეველოპერული კომპანია „კალატოზი“

                                                                                                            სამშენებლო–დეველოპერული კომპანია „კალატოზი“–ს პრემიუმ კლასის კომპლექსი „Galileo Batumi” ბათუმში ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო და ხარისხზე ორიენტირებული საცხოვრებელი სახლი გახლავთ. ამ სტატუსს სხვა ფაქტორებთან ერთად თავისთავად განსაზღვრავს, თუ უშუალოდ ვინ აშენებს მას. მშენებლობის დაწყების იდეის გაჩენიდან დღემდე, პროექტმა მრავალი მნიშვნელოვანი საფეხური განვლო, თითოეულ ამ მომენტში დაუღლელად შრომობდა და თავს არ ზოგავდა „კალატოზი“–ს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი: 
არქიტექტორი – რამინ შავაძე;
კონსტრუქტორი – ბეგლარ კახიძე;
ინჟინერი – ნუგზარ ხოზრევანიძე;
სამუშაოთა მწარმოებელი – დავით ბასილაძე, არჩილ წილოსანი;
უსაფრთხოების ინჟინერი – ბესიკ წილოსანი. 
მშენებლებთან ერთად, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს A ბლოკის საცხოვრებელი მე–20 სართული ოფიციალურად დავასრულეთ. გუნდმა ზედმიწევნით შეაფასა შესრულებულ სამუშაოთა შესაბამისობა პროექტსა და კანონმდებლობაში გათვალისწინებულ რეგულაციებთან, მიმდინარე პროცესები კი გვაძლევს საშუალებას თავდაჯერებულად დავიწყოთ 21–ე სართულის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორგანიზება. 
ჩვენმა გუნდმა ყველა ჩანაფიქრი და იდეა რეალობად აქცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ და სამომავლოდ ვპირდებით ჩვენს ერთგულ მობინადრეებს, რომ ყველა მიზანსა და პირობას ერთობლივი შრომით სრულფასოვნად შევასრულებთ!