Live Camera

ბეტონის ქარხანა

ბეტონის ქარხანა

 

შ.პ.ს „კალატოზი“ შემდგომ ნაბიჯებს დგამს სამშენებლო ობიექტზე სადაც მიმდინარეობს კომპლექსის „Galileo Batumi” -ს მშენებლობა!

სამშენებლო ამწის შემდეგ ობიექტზე მოეწყობა ბეტონის ქარხნის კონსტრუქცია QUICK BETON-75 ,რომელიც შეიძინა შ.პ.ს „კალატოზმა“  რუსული კომპანია „ZZBO”-სგან.

ბეტონის ადგილზე წარმოება  არის დიდად მნიშვნელოვანი რადგან იზოგება დრო, თანხები და  იზრდება ხარისხი, რისი გარანტიაც იქნება თითოეული სართულის დასხმის  დროს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომლის მოთხოვნა ყველა ჩვენს მომავალ მობინადრეს შეეძლება.

დროში სისწრაფე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის შემდეგ!

  ბეტონის ქარხანა QUICK BETON-75 -ს შეუძლია მიიღოს 75 კუბურ მეტრამდე ბეტონი  1 სთ-ში და  სართულის დასასხმელად საჭიროა 5 საათი რომ მიიღოს სასურველი რაოდენობის მასალა.ქარხანას აქვს დამონტაჟებული მასზე არსებული პომპა რომელიც 500მ-ის რადიუსში აწოდებს ბეტონს ობიექტს, რაც ხელს შეუწყობს ნაკლები დანაკარგებით დაისხას კონკრეტული სართული.

ჩვენი ხარისხი,თქვენი გარანტიაა!

იცხოვრე გარანტირებულად აშნებულ  ინოვაციურ კომპლექსში და იყავი პირველი !