Live Camera

გალილეო ბათუმი

გალილეო ბათუმი

 

  14 ოქტომბერს, აეროპორტის გზატკეცილის და პეტრე ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში გაიმართა პროექტ,,გალილეო ბათუმი,,-ს პრეზენტაცია,მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ  აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც.

  პროექტი  "გალილეო ბათუმი" შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ფუნქციონალური ბიზნეს ცენტრი,საცხოვრებელი ბინები და სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი,  4 სართულიანი ავტოსადგომი 300 ავტომობილზე გათვლილი.

   21-ე სართულის ტერასაზე, რომლის საერთო ფართობიც 1,700 კვადრატული მეტრია, განთავსდება დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღია საცურაო აუზს, ჯაკუზის, დახურულ საბავშვო საცურაო აუზს, ფიტნეს და სპა სალონებს, კაფე-რესტორანს ზღვაზე გაშლილი ხედით.
-კომპლექს მოემსახურება 6 ლიფტი.
-პანორამული ლიფტი მოემსახურება 21-ე სართულზე არსებულ ტერასას.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „გალილეო ბათუმი" 520 მეტრით არის დაშორებული ზღვის სანაპიროსგან, ზღვის, ქალაქის და მთის ხედებით.

    კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაიზარდა და ამჟამად შეადგენს  8,979კვ.მ.  მიმდინარეობს ,, A''  და ,,B'' კორპუსების მშენებლობა და პროცესში დაემატება ,,C'' და,,D'' კორპუსები.

   მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის ავტორია ცნობილი
არქიტექტორი რამინ შავაძე.პროექტის კონსტრუქტული ნაწილი შეასრულეს საქართველოში ცნობილმა კონსტრუქტორებმა ბეგლარ კახიძემ და ოთარ შარაძემ. პროექტის საექსპერტო დასკვნა ეკუთვნის ასევე, ჩვენს თანაქალაქელს, ცნობილ არქიტექტორს გოჩა გარუჩავას.ხოლო კომპლექსის მშენებლობას უზრუნველყოფს ინჟინერთა და მსენებელთა გამოცდილი გუნდი ნუგზარ ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით.