Live Camera

კომპლექსის მოსაპირკეთებლად ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს – დიორიტის ქვა

კომპლექსის მოსაპირკეთებლად ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს – დიორიტის ქვა

                                                           კომპლექსში „გალილეო ბათუმი“ სადარბაზოები, ლიფტი და საერთო სარგებლობის სივრცეები მოპირკეთებული იქნება შპს „უჩხო“–ს მიერ მოპოვებული დიორიტის ქვით.

შპს „უჩხო“ უზრუნველყოფს 100% ბუნებრივი და ეკოლოგიური მყარი ქანის  დიორითის მოპოვებას ხულოს რაიონში, სოფ. კურცხალის  მიმდებარე ე.წ. კილდე შამფურის ტერიტორიაზე. კომპანია ქვის მოპოვებას ახდენს აჭარის ავტონორმიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის (ლიცენზიის ნომერი N 000467) საფუძველზე.

აღნიშნული ქანი წარმოადგენს სიმაგრის კოეფიციენტით მესამე კატეგორიის მაგარ ქანს (მკვრივი), რომელიც მტკიცეა გამოფიტვისადმი, არადარბილებადი წყლიან გარემოში და ყინვაგამძლე, ცვეთის მიხევით მიეკუთვნება ძალიან მტკიცე ქანებს. დიორითი გამოიყენება ნაპირსამაგრი (ნაპირდაცვითი) ჯებირების მოსაწყობად, შენობების როგორც გარე, ასევე შიდა ფასადების მოსაპირკეთებლად.