Live Camera

მყარი საძირკველი - გარანტირებული უსაფრხოება

მყარი საძირკველი - გარანტირებული უსაფრხოება

                                 პეტრე ბაგრატიონის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთაში დეველოპერული კომპანია „კალატოზი“ აგრძელებს პრემიუმ კლასის კომპლექს „Galileo Batumi”-ის B ბლოკის მშენებლობას. რადგანაც კომპანიისთვის პრიორიტეტს მშენებლობის ხარისხი წარმოადგენს, მაქსიმალურ ყურადღებას ვამახვილებთ საძირკვლის მოწყობით სამუშაოებზე.

გეოგრაფიულად ამ ადგილას შავი ზღვა გახლდათ, ამიტომაც პროექტის სამშენებლო ტერიტორიაზე 10 მ–ის სიღრმეზე გვხვდება ხრეშ–კენჭოვანი მასა, რაც გვაძლევს საშუალებას B ბლოკი მართკუთხედის ფორმის ფილაზე ავაშენოთ დამატებითი ხიმინჯების გამოყენების გარეშე. ასეთ ქანებზე მშენებლობა სეისმურად მდგრადობის გარანტიაა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავაშენოთ თქვენი მომავალი სახლი ყველა სამშენებლო სტანდარტის გათვალისწინებით, რათა  ვიცხოვროთ და გაცხოვროთ უსაფრთხო გარემოში.