სამშენებლო კომპანია კალატოზი აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს და დასასრულს უახლოვდება მრავალფუნქციური კომპლექს „გალილეო ბათუმი“-ს მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოების შეფასება:
1) შეპირებისამებრ, გარე ფასადზე, კომპლექსის ეზოში, სადარბაზოებსა და ლიფტის უჯრედებზე მიმდინარეობს ბუნებრივი ქვით: “დიორიტით“ მოწყობა/მოპირკეთება, რაც კომპლექს უფრო მეტად ანიჭებს ბუნებრის იერსახეს;
2) ა ბლოკის უმეტეს ბინებში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები;
3) ბ ბლოკში დასასრულს უახლოვდება ბინებს შორის ტიხრების მოწყობა; კორიდორების შებათქაშება ;
4) დამზადების პროცესშია ბ ბლოკის შიდა კარებები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ჭკვიანი საკეტებით;
5) დასრულების ეტაპზეა კომპლექსის სრულფასოვანი ინტერნეტიზაცია — ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით (100 Mbps სიჩქარით;
6) აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ვენტილაციის და კანალიზაციის მოწყობა;
7) ბ ბლოკზე მიმდინარეობს ალუმინის საფასადე ვიტრაჟების მონტაჟი, რაც ფასადის დასრულების სამუშაოების დაწყების წინაპირობაა.;
8) მალე დაიწყება ძირითადი კომუნიკაციების დაპროექტება/დაქსელვა (წყალი; ელექტრო ენერგია; ბუნებრივი აირი);
9) მოწესრიგდა და დამშვენდა კომპლექსის მიმდებარე და გარე პერიმეტრი, დაირგა ეგზოტიკური ჯიშის მცენარეები.
ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს, რათა „გალილეო ბათუმი“ იყვეს, უფრო კონფორტული, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების შესაბამისი.