Live Camera

2022

                                             2022 წელი ჩვენი კომპანიისთვის მეტად  საინტერესო და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო. ამ წელს  მრავალი  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, რითაც, ვფიქრობთ, ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ. 365 დღის განმავლობაში, არც ერთი დღე არ ჩავლილა შრომის გარეშე, სწორედ ამ თავდადებით დავდეთ შესაბამისი შედეგიც:
•    A ბლოკის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა და ჩაიბარა შესაბამისმა სამსახურმა;
•    6 მეტრის სიმაღლის ქვის გალავნით შემოისაზღვრა სამშენებლო ტერიტორიის საზღვრები;
•    B ბლოკის საძირკველში ლიფტის შახტები ჩაისხა და მზადაა მშენებლობის აქტიურ რეჟიმში გადასასვლელად;
•    მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურისა და მოწყობის სამუშაოები; 
•    A ბლოკში დაიწყო ბინების გამყოფი კედლებისა და კომუნიკაციების გაყვანის პროცესები. 
•    მესამე სართულზე ვამზადებთ საჩვენებელ ბინას (showroom), რათა თვალნათლივ დაინახოთ როგორი იქნება თქვენი სახლი დასრულებულ, გარემონტებულ მდგომარეობაში;
•    გაზაფხულიდან იგეგმება წინასარემონტო პროცესების შეთანხმება მობინადრეებთან ;
ამ და სხვა წარმატებული ქმედებების მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ 2022 წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაარქვა Galileo Batumi-ს „ჩემი სახლი“. 
სამშენებლო–დეველოპერული კომპანია „კალატოზი“ მადლობას უხდის გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა წვლილიც დიდია საერთო საქმის შესრულებაში. მადლობა ჩვენს ერთგულ მობინადრეებს ნდობისთვის! კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში, გილოცავთ ახალ 2023 წელს და გისურვებთ ყველა მიზნისა და ოცნების ასრულებას!