Live Camera

აგურით მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

აგურით მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

                                                    კომპლექს „გალილეო ბათუმი“–ს სიმაღლეში მშენებლობის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სართულებზე აგურით მშენებლობა.

ბათუმის კლიმატის გათვალისწინებით და მომავალი მაცხოვრებლების მაქსიმაური კომფორტის უზრუნველსაყოფად მშენებლობისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების აგურს.

წარმოგიდენთ მეტეხის კერამიკული აგურის ტექნიკურ მახასიათებლებს:

ზომა : 330-100-195 მმ

წონა: ~8,2 კგ.

მოცულობითი სიმკვრივე: 880 კგ/მ3

სიმტკიცე: მ-150, მ-175 (მარკა)

წყალშანთქმა: 6-12%-მდე

სითბოგამტარობა: 0.3 ვტ/მoC

უმაღლესი ხარისხის, 950oC გამომწვარი აგურით გამოშენდება მთელი კომპლექსის შიდა და გარე კედლები რაც დამატებით ქმნის ხმაურის, თბოიზოლაციისა და ტენიანობის სტანდარტების დაცვის გარანტიას.

 აღნიშნული აგური უზრუნველყოფს არამხოლოდ კომფორტულ, მშვიდ საცხოვრებელ გარემოს, არამედ ნაკლებ კომუნალურ დანახარჯს თქვენი ოჯახის ბიუჯეტიდან.