Live Camera

კომპლექსი გალილეო ბათუმი

კალატოზის პროექტი - ჩვენ ვაშენებთ ამ კომპლექსს! ჩვენ აქ ვიცხოვრებთ!

პროექტ "გალილეო ბათუმის" შესახებ

"კალატოზი"- მიზნად ისახავს შექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო ინდივიდუალურად ყველა ადამიანისთვის.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პირველი პროექტი განხორციელებულიყო ბათუმში, რათა ქვეყნის ყველაზე ტურისტულ ქალაქში შეგვექმნა სრულფასოვანი და მაღალგანვითარებული საცხოვრებელი კომპლექსი „გალილეო ბათუმი"...

მშენებლობის სტარტი

მარტი

2020

ექსპლუატაციის თარიღი

დეკემბერი

2022

გაიგეთ მეტი

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი

ჩვენი კომპლექსი

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „გალილეო ბათუმი" 520 მეტრით არის დაშორებული ზღვის სანაპიროსგან. ის შედგება „ა" და „ბ" კორპუსებისგან, რომლებსაც ზღვის, ქალაქის და მთის ხედები ექნება. პირველ სამ სართულზე განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები და საოფისე ფართები. კერძოდ: ბანკი, აფთიაქი, რესტორანი ქართული სამზარეულოთი, სწრაფი კვების ობიექტები - „Wendy's" და „Dunkin Donuts", „სმარტის" ქსელის სუპერმარკეტი... 

გაიგეთ მეტი

დასასვენებელი კომპლექსი

ტერასაზე, რომლის საერთო ფართობიც 1,700 კვადრატული მეტრია, განთავსდება დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღია საცურაო აუზს, ჯაკუზის, დახურულ საბავშვო საცურაო აუზს, ფიტნეს და სპა სალონებს, კაფე-რესტორანს ზღვაზე გაშლილი ხედით...

გაიგეთ მეტი

სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი

საცხოვრებელი კორპუსის გვერდით აშენდება რვასართულიანი სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელშიც განთავსდება სტომატოლოგიური კლინიკა, გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და მასაჟის სალონები, ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა და სხვ.

გაიგეთ მეტი

ავტოსადგომი

კომპლექსის უკანა ტერიტორიაზე განთავსებული იქნება 300 ავტომობილზე გათვლილი, ოთხსართულიანი ავტოსადგომი. გარდა ამისა, ეზოსა და მინუს 1 სართულზე გამოყოფილი იქნება 60 ერთეული ავტოსადგომისთვის...

გაიგეთ მეტი

მართვის ცენტრი

შეიქმნება კომპლექსის მართვის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსის უსაფრთხოებას, სისუფთავეს, მობინადრეთა თუ სტუმართა სიმშვიდეს, ასევე მათ სრულ ინფორმირებულობას კომპლექსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. სერვისი მოიცავს კონსიერჟის მომსახურებასა და 24 საათიან ვიდეო-მონიტორინგს. გარდა ამისა, შეიქმნება ცალკე სტრუქტურა, რომელიც, მესაკუთრეთა სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბინების გაქირავებას და ამასთან დაკავშირებული პროცესების მართვასა და კონტროლს, დაგეგმავს ტურისტურ ღონისძიებებს პროფესიონალი გიდების თანხლებით. 

გაიგეთ მეტი

კომპანია „კალატოზის" ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით და ბათუმური თავაზიანობით გამთბარი, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა მობინადრეებისა და სტუმრებისთვის,

ჩვენ ვაშენებთ. ჩვენ აქ ვიცხოვრებთ.

ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

ჩვენი სიახლეები

ჩვენი პარტნიორები